logo
ENG



პუტინმა მედვედევის ცოლი სამკერდე ნიშნით "კეთილი საქმეებისთვის" დააჯილდოვა

31 დეკ 202200:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/31/t3o8i93o00mbkth.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დმიტრი მედვედევის ცოლი - სვეტლანა მედვედევა სამკერდე ნიშნით "კეთილი საქმეებისთვის" დააჯილდოვა.  დმიტრი მედვედევი ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის, პუტინის მოადგილეა.

ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სვეტლანა მედვედევა დაჯილდოებულია როგორც სოციალურ-კულტურული ინიციატივების ფონდის პრეზიდენტი "საქველმოქმედო და სოციალურ საქმიანობაში შეტანილი დიდი წვლილისთვის".

სოციალურ-კულტურული ინიციატივების ფონდი 2008 წელს დაარსდა. ის დაკავებულია პროექტებით "რუსულ ოჯახებში დემოგრაფიული და სოციალური კლიმატის გასაუმჯობესებლად". მედვედევას ფონდში, სხვა საკითხებთან ერთად, პასუხისმგებელია პროგრამაზე „უმცროსი თაობის სულიერი და მორალური კულტურა რუსეთში".


close დახურვა